დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ. ასევე, თბილისში გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მიეღოთ მათგან დიდი ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები.