Lufthansa-ში წილის გაყიდვით გერმანიის მთავრობამ 760 მლნ ევროს მოგება მიიღო. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდმა პანდემიის პერიოდში ავიაკომპანიაში წილი 300 მლნ ევროდ იყიდა, რომლის შემოსავლები მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვის გამო შეჩერებული იყო. 2020 წლიდან მთავრობა კომპანიაში საკუთარ 20%-იან წილს თანდათან ამცირდებდა.
მიმდინარე კვირას კი განაცხადა, რომ ბოლო 10%-იანი წილიც გაყიდა. ჯამში 20%-იან წილში სახელმწიფომ მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჩადებულ ინვესტიციას.
ამასთან, სახელმწიფო კომპანიის წილებიდან დაგეგმილზე ადრე, 2023 წლის ოქტომბრამდე გამოვიდა.
ცნობისთვის, ავიაკომპანიამ მილიონობით ევროს შემოსავალი დაკარგა მას შემდეგ, რაც ივლისში აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამას გარდა, სექტემბრის დასაწყისში გაფიცვა გამოაცხადეს თავად Lufthansa-ს პილოტებმაც, რის გამოც კომპანიას 900-ზე მეტი ფრენის გაუქმება მოუწია. ავიაკომპანიის თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო გაუქმებულმა ფრენებმა ევროპაში ფრენების დღიური მოცულობა 0.5%-ით შეამცირა.