იტალიის ქალაქ ვენეციაში საერთაშორისო ფესტივალი Extraordinary food and wine Venice მიმდინარეობს. გამოფენა უკვე მე-5 წელია იმართება ვენეციაში, თუმცა წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იმით არის, რომ წელს პირველად არის წარმოდგენილი ქართული ღვინო.
უფრო კონკრტულად, 14 მცირე და საშუალო მარანი იღებს მონაწილეობას, სხვადასხვა სახეობის განორჩეული ქართული ღვინით. "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ქართველი სომელიე იტალიაში და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჭიჭიბოშვილი.