აზარტული თამაშების კვლევისა და პრევენციის ცენტრმა გაეროს ბავშთა ფონდის Unicef-ის მხარდაჭით, ქვეყნის მასშტაბით აზარტული თამაშების შესახებ სკოლებში ანონიმური კვლევა ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა ორივე სქესის 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფის 1000-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო.
კვლევის მიხედვით, ე.წ. ხელზე თამაშის შემთხვევები თბილისში ძალიან დაბალია, თუმცა გაზრდილია რეგონებში. ხშირ შემთხვევაში თამაშის მიზეზი მატერიალური ზარალიალი, მათ შორის გამოკითხულთა 45%-მა თამაშის გამო დაკარგა სხვადასხვა უძრავი ქონება, მათ შორის ბინა.
გამოკითხულთა მესამედზე მეტი, გარდა იმისა რომ თვითონ თამაშობს, იცნობს ერთ ადამიანს მაინც, რომელიც ასევე მოთამაშეა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მშობელთა 54%-მა მოზარდის თამაშის შესახებ იცის, 5% კი, მოზარდს თავად აძლევს სათამაშო თანხას.