მიმდინარე კვირას პარლამენტი “მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.
წულუკიანი პლენარულ სხდომაზე 22 სექტემბერს მივა.
“მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.