წყალტუბოს პრივატიზების მეორე აუქციონზე სახელმწიფომ 12 სანატორიუმიდან ვერცერთი ვერ გაყიდა, პირველ აუქციონზე კი, რომელიც 4 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა.
4 აგვისტოს, პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ, გამოტანილი 12 სანატორიუმით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. შედეგად 27 396 000 ლარად შეფასებული ქონება სანატორიუმები: „უშიშროება“, „წყალტუბო“, „სამგურალი“, „სავანე“, „რკინიგზელი“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „გელათი“ და „აია“ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.
შეგახსნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს ე.წ. აღორძინება 2019 წელს დააანონსა.