2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 3 571.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (36.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 8 364.9 მლნ. აშშ დოლარს (36.5 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, 4 793.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 788.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 477.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 226.6 მლნ. აშშ დოლარი).