სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას ლიდერები ადასტურებენ, რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალები ერთიანი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავენ. თუმცა საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე. მათი თანამოაზრეა პარტია ლელოც. არსებული ინფორმაციით მოძრაობის ჩამოყალიბებაზე საუბარი პოლიტიკურმა ფიგურებმა ზაფხულში დაიწყეს, რომელთა რიგებში თავდალირველად გირჩი მეტი თავისუფლებაც იყო. ხელისუფლებისთვის კი ყველა ჩამოთვლილი პარტია რადიკალური მიმართულებისაა. მმართველი პარტიისთვის ისინი კვლავ ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ რჩებიან.