19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, 2019 წლიდან დღემდე, ავიაციის სრული განახლების მუშაობის პროცესზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, საქართველოში, უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოება იწყება. დრონების მწარმოებელ პოლონურ კომპანიასთან ყველა ფორმალური პროცესი უკვე დასრულებულია. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით შექმნილია ერთობლივი საწარმოც. საწარმოს ბაზაზე შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი შეიქმნება, რომელიც თავდაცვის ძალებს მომსახურებას გაუწევს.