70 წლიანი მმართველობის შემდეგ მსოფლიო ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურასა და მონარქს ემშვიდობება. ქვეყანაში უქმე დღეა გამოცხადებული. დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია იმართება. დედოფლის კუბო უინძორის სასახლეში მიიტანეს , სადაც ელისაბედ მეორის დაკრძალვის კერძო ცერემონია დედოფლის ოჯახის წევრებისა და უახლოესი ნათესავების გარემოცვაში ჩატარდება.