კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. უკრაინამ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი დაიწყო. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცხედრების ნაწილს წამების კვალი აღენიშნებოდათ და მან რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.