დოლარში აღრიცხული იაპონიის მშპ, ქვეყნის ეროვნული ვალუტის იენის მკვეთრად გაუფასურების გამო, პირველად აღმოჩნდება ბოლო 30 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზე და 1992 წლის შემდეგ 4 ტრილიონ დოლარზე დაბლა იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Nikkei ავრცელებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, იაპონიის მშპ მიმდინარე წელს 553 ტრილიონ იენს შეადგენს. აღნიშნული ოდენობა დოლარში - 3,9 ტრილიონი დოლარია. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუბარი არ არის ეკონომიკის რეცესიაზე, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის შეფასება იენში ხდება.
დოლარში ნომინირებული იაპონიის მშპ წლის ბოლოსთვის გერმანიის მშპ-ს ტოლი იქნება. არადა, როგორც გამოცემა წერს, იაპონიის მშპ დოლარში 2012 წელს 6 ტრლნ დოლარი იყო, რაც გერმანიის მშპ-ზე 80%-ით მეტი იყო.