ლიეტუვაში ენერგიის შემნახველი პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული პარკი ქვეყნის ენერგოსისტემას მასში დაფიქსირებული ხარვეზის შემთვევაში უწყვეტად მოამარაგებს ელ-ენერგიით. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მშენებლობა დასრულებულია და ახლა მისი გატესტვა იგეგმება.
ენერგიის შემნახველი ელემენტების პარკი საშუალებას მისცემს ქვეყანას ენერგომოხმარების უწყვეტობა უზრუნველყოს, ავარიული სიტუაციების შემთხვევაში. როგორც უწყება აღნიშნავს, ისინი ფაქტობრივად წამიერად ირთვებიან, მაშინ, როცა ახლანდელ სისტემებს ამისთვის 15 წუთი სჭირდება.
სულ ლიეტუვა ელემენტების 4 პარკის მშენებლობას გეგმავს.