საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი 76 ხმით დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, 2024 წლის არჩევნებზე მოსახლეობის 70%-ს არჩევნებში ხმის მიცემა ელექტრონულ ფორმატში შეეძლება.
“საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დარჩენილი მოსახლეობის 30 % საკუთარ კანდიდატს ძველი საარჩევნო სისტემით დაუჭერს მხარს. ამის შემდეგ, ბიულეტინების გაფციფრულება მოხდება, რომლის ნახვაც თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება.