"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოს მორიგ კრიტიკას ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე დეპუტატებს ივანიშვილის მიერ დავალებული ანტიეროვნული ქმედებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. ჩიხლაძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური განცხადებებით საზოგადოებაში პრორუსულ განწყობებს ვერ გააღვივებს.
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოთხეულის განცხადებას მავნებლობად აფასებს. მის პოზიციას იზიარებს ცოტნე კობერიძეც.
„გირჩი’ს წევრი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების განცხადებები არასერიოზულია და მათ ოთხეულს ხალხიც შესაბამისად აღიქვამს.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის კი ე.წ. ოთხეულის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ღალატი აღმოჩდა.