დღეს პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება პირველი მოსმენით განიხილება. კანონპროექტი, რომელიც ომბუდსმენის ასარჩევად ღია კენჭისყრას გულისხმობს პარტია "მოქალაქეების" წევრს ლევან იოსელიანს ეკუთვნის, რომელმაც როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის მხარდაჭერაც მოიპოვა.