ახალი iPhone 14-ის მფლობელებს სმარტფონის აქტივაციის დროს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ გამოცემა MacRumors-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ოპერაციული სისტემა iOS-ის უცნობი შეცდომის გამო Apple-ის ახალი სმარტფონების მფლობელებმა Wi-Fi-ს საშუალებით აქტივაცია ვერ შეძლეს.
MacRumors-მა მოიპოვა წვდომა Apple-ის სამსახურებრივ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიაში პრობლემის არსებობას აღიარებენ.
ამჟამად კორპორაციის ინჟინრები შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ.