მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბუკინგემის სასახლეში მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებაზე სამეფო ოჯახის სხვა წევრებს არ შეუერთდებიან. ამის შესახებ People-ი წერს.გამოცემაში ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ღონისძიებაზე დაპატიჟეს, თუმცა ახლა სასახლეში აცხადებენ, რომ მიღებას მხოლოდ „სამეფო ოჯახის მომუშავე წევრები“ დაესწრებიან.ღონისძიების მასპინძლები მეფე ჩარლზი და დედოფალი-კონსორტი კამილა არიან.