სექტემბრის ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოშოჰო იყო. ქართველ გოლიათს მასთან აქამდე ჩატარებული ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ეს ტრადიცია ქართველმა ფალავანმა წარმატებით განაგრძო. დაძაბულ შეხვედრაში, რომელშიც მეტოქეები ერთმანეთს აქტიურად უტევდნენ, ტოჩინოშინმა ხელსაყრელი პოზიციიდან უვატენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე.
ცნობისთვის, ბაშოს მე-9 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 4 მოგება და 5 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა სადანოუმი იქნება. მას ტოჩი აქამდეგ 11-ჯერ შეხვდა და 7-ჯერ მოუგო.