იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუზე სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა.
ქარიშხლის გამო საჭირო გახდა 9 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, 350 000 სახლს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
სპეციალისტების განცხადებით, „ნანმადოლი“ იაპონიაში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. მოსახლეობას მეწყერისა და უეცარი წყალმოვარდნის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.