არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

2022-09-20 12:02:53+04:00

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან.

პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.