ილონ მასკის კოლეჯის შეყვარებულმა სამახსოვრო ფოტოები და ნივთები აუქციონზე 165 000 დოლარად გაყიდა - Palitra News

ილონ მასკის კოლეჯის შეყვარებულმა სამახსოვრო ფოტოები და ნივთები აუქციონზე 165 000 დოლარად გაყიდა

2022-09-21 10:20:01+04:00

ილონ მასკის ყოფილმა შეყვარებულმა, ჯენიფერ გვინმა, კოლეჯის პერიოდის ფოტოები და სამახსოვრო ნივთები აუქციონზე $165 000-ად გაყიდა. ილონ მასკი და ჯენიფერ გვინი ერთმანეთს 1994 წელს ხვდებოდნენ, როცა პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. გვინის თქმით, როცა ილონ მასკი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ მაშინ დაშორდნენ.

"ტელეფონზე არ იყო კარგი მოსაუბრე, მას არც შორ მანძილზე ურთიერთობა შეეძლო", — განაცხადა ილონ მასკის ყოფილმა შეყვარებულმა და აღნიშნა, რომ დაშორება ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.

ჯენიფერმა აუქციონზე ილონ მასკის აქამდე უცნობი 18 ფოტო და სამახსოვრო ნივთები გაყიდა. ყველაზე ძვირად ჯენიფერისთვის ილონ მასკის მიერ ნაჩუქარი ზურმუხტისთვლიანი ყელსაბამი გაიყიდა, რომელშიც $51 000 გადაიხადეს. სტუდენტებთან ერთად გადაღებული მასკისა და გვინის ფოტო კი $42 000-ად გაიყიდა. დაბადების დღის მისალოცი ბარათი, რომელშიც ილონი ჯენიფერს "ბუ-ბუს" ეძახის, $17 000-ად შეიძინეს.ილონ მასკს აუქციონის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Twitter-ის მთავარი ფოტო შეცვალა და გაყიდული სურათებიდან სწორედ ერთ-ერთი გამოიყენა.