იტალიურმა გამოცემებმა Corriere dello Sport-მა და Delphlyx-მა ევროპის საუკეთესო 9 ჩემპიონატიდან 23 წლამდე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს.აღნიშნულ სიაში "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. კვარა სერია A-დან ერთადერთი ფეხბურთელია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხვიჩა 23 წლამდელთა საუკეთესო შემადგენლობაში ისეთი ფეხბულებთან ერთადაა, როგორებიც არიან: მანჩესტერ სიტის ფორვარდი, ერლინგ ჰალანდი და ბაიერნის შემტევი ნახევარმცველი ალფონსო დევისი.