უთავო მხედარი ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი ნოველისტის , თომას მაინ რიდის რომანია. წიგნი თავდაპირველად სერიული სახით ყოველთვიურად 1865 წლიდან 1866 წლამდე გამოიცემოდა , 1866 წელს კი ის წიგნის სახით გამოიცა.
წიგნში მოქმედება XIX საუკუნის 50-იან წლებში ტეხასის შტატში ვითარდება. მდიდარი პლანტატორი ვუდლი პოინდექსტერი ოჯახთან ერთად ლუიზიანას შტატიდან გადმოდის თავის ახალ საცხოვრებელ სახლში კასა-დელ-კორვოში.
ლუიზა პოინდექსტერი ვუდლის ქალიშვილია , რომლის გულის მოსაგებადაც , ორი მამაკაცი იბრძვის , ამპარტავანი და შურისმაძიებელი ვუდლის დისშვილი კასიუს კოლჰუნი და გაბედული, ღირსეული მაგრამ ღარიბი მორის ჯერალდი. კასიუსს გადაწყვეტილი აქვს , რომ ყველანაირი გზით ჩამოიშოროს კონკურენტი მორისი, რომლის მიმართაც არც ლუიზა გულგრილი. თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ ახერხებს მიზნის მიღწევას , რის შემდეგაც გადაწყვეტს, რომ ლუიზას ძმა ჰენრი შეაგულიანოს და უბიძგოს მორისის მკვლელობისკენ , თუმცა მის დასთან საუბრის შემდეგ ჰენრიც აიღებს აიღებს ხელს განზრახვაზე.
ერთ დილას საუზმეზე შეკრებილი პოიდენქსტერების ოჯახი აღმოაჩენს , რომ მისთვის უჩვეულოდ ჰენრი აგვიანებს , რის შემდეგაც აღმოაჩნენ , რომ ის გაქრა. ერთ-ერთი მონა პოულობს ჰენრის ცხენსრომელიც სისხლითაა მოსვრილი. რაც ყველას უმძაფრებს ფიქრს იმაზე , რომ ჰენრი მკვდარია. ჰენრის სამძებრო სამუშაოებში პლანტატორები და ჯარისკაცები ერთვებიან , რომლებიც მალევე პოულობენ ახალგაზრდის სიკვდილის დამადასტურებელ ფაქტს , თუმცა ამ ძებნისას ისინი გადააწყდებიან უჩველო , იდუმალ და საშიშ უთავო მხედარს , რომელიც შიშის ზარს სცემს ყველას.
ამასობაში ყველა დარწმუნებულია, რომ ჰენრი პოინდექსტერი მკვდარია და ყველა მტკიცებულება, მორის ჯერალდამდე მიდის. თუმცა მორისის ზოგიერთი მეგობარი, კერძოდ, მაიორი, ფორტის კომენდანტი, სპანგლერი, ზებ სტუმპი და ლუიზ პოინდექსტერი დარწმუნებული არიან , რომ მკვლელობა მორისმა კი არ ჩაიდინა, არამედ ვიღაც სხვამ. მას შემდეგ, რაც მაიორისგან სამ დამატებით დღეს მოიპოვებს მტკიცებულებების მისაღებად ზებ სტუმპი მიემგზავრება პრერიაში, სადაც ის მოიპოვებს მტკიცებულებებს მეგობრის უდანაშაულობაზე და ფარდას ახდის მკვლელის და იდუმალი მხერდის ვინაობას.
მაინ რიდი 1818 წლის 4 აპრილს, ღარიბი კათოლიკე მღვდლის ოჯახში დაიბადა. ამერიკაში 21 წლის ასაკში წავიდა , მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ინდიელებთან , ის პირველი მწერალი გახდა , რომლის რომანიც ინდიელთა ენაზე ითარგმნა. 1846-1848 წლებში ის ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა ამერიკა-მექსიკის ომში , სადაც დაიჭრა კიდეც. 1860 წელს სამოქალაქო ომის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჩრდილოელებს და მონობის გაუქმებას ითხოვდა. მაინ რიდმა ჯამში 22 საბავშვო მოთხრობა და 28 ნაწარმოები დაწერა უფროსებისთვის, მისი წიგნები ნათარგმნია და გამოცემულია მრავალ ენაზე , მათ შორის ქართულად.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს პალიტრა ელის სერიაში , იკითხე კლასიკა და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.