"შეცვალე - ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! დაიწყე საკუთარი თავით - შენი ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია" - "პროკრედიტ ბანკმა" გარემოსდაცვითი კამპანია თბილისში არსებულ ბილბორდებზე, მთავარი ვიდეო რგოლით გახსნა, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს.
სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ გავუფრთხილდებით.ამბავი ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების „იგის“ მოტივებს ეხმიანება და მიანიშნებს, რომ თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია და რომ მას შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს საზოგადოების ცნობიერებაში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქცევები უფრო მეტად ეკომეგობრულისკენ, პირობითად გადავსხდეთ ელექტრო მანქანაზე, რომ შევამციროთ გამოინაბოლქვი, არ გამოვიყენოთ პოლიეთილენი, როცა შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალჯერადი მოხმარების ჩანთა და ეს არის ის მარტივი ჩვევები, რის შეცვლისკენაც გარემოსდაცვითი სოციალური კამპანია ადამიანებს მოუწოდებს.
"პროკრედიტ ბანკმა" კამპანიის ფარგლებში სასტუმრო სტამბას რუფტოპზე, „შეცვალე“ ფართო საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ბიზნეს თოქი თემაზე - “გარემო და ეკომეგობრული ინოვაციები”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ის ბიზნესები, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით დაიწყეს და სცადეს გარემო უკეთესობისკენ შეეცვალათ.
საღამოს ბოლოს კი კამპანიის მთავარი ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა, რომლის დასასრულმაც რეალურ სამყაროში დაგვაბრუნა და ოპტიმისტური მესიჯიც დაგვიტოვა - "შენ შეგიძლია შეცვალო სცენარი!" - ეს მოწოდება თითქოს გვაფხიზლებს და ცვლილებების აუცილებლობისკენ მოგვიწოდებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ სცენარი. დიდი ცვლილებები პატარა ცვლილებებით იწყება.