რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოთხ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დღეს 15:00 საათზე, კრემლის გიორგიევსკის დარბაზში იგეგმება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ვლადიმირ პუტინიც.