ქაღალდის გამოგონება შეიძლება ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ჩაითვალოს. მისი გამოჩენა მწერლობის ფართო გავრცელების საფუძვლად იქცა. კაცობრიობის ცნობიერების ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ზეპირად გადაცემული ინფორმაციის ჩაწერა. დღევანდელ გადაცემაში მოგითხრობთ თხელი, ბრტყელი მატერიის - ქაღალდის ევოლუციის შესახებ, რომელიც ძირითადად მცენარეული ბოჭკოებისგან შედგება. გამოიყენება უმთავრესად წერისა და ბეჭდვისთვის, ამასთან არსებობს ასევე შესაფუთი, ჰიგიენური -მაგალითად ხელსახოცი და ტუალეტის ქაღალდი, დეკორატიული როგორიც არის შპალერი და სხვა. ტრადიციულად მზადდება დაფქული მცენარეული და ტექსტილის ბოჭკოების კომბინაციით. თუმცა გავყვეთ ისტორიას და ერთად ვნახოთ როგორ ვითარდებოდა ესოდენ მნიშვნელოვანი ნივთი საუკუნეების განმავლობაში.
პირველი ქაღალდის მსგავსი მცენარეული საწერი ფურცელი, ეგვიპტეში ჩვ. წ.აღ-მდე მე-14 საუკუნეში პაპირუსი იყო. მე-8 საუკუნიდან ჩინური ქაღალდის წარმოება გავრცელდა განსაკუთრებით ისლამურ სამყაროში. მე-11 საუკუნისთვის ქაღალდის დამზადება ევროპაშიც დაიწყეს, სადაც მან ცხოველის ტყავის პერგამენტი ხის და თიხის ფირფიტები ჩაანაცვლა. მე-13 საუკუნისთვის ქაღალდის დამზადება ესპანეთში ქაღალდის ქარხნებით დაიხვეწა. დამზადების პროცესის შემდგომი გაუმჯობესება მე-19 საუკუნის ევროპაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა.
ქაღალდის დამზადების ისტორიის რეალურ საწყისად ჩვენი წელთაღრიცხვით 105 წელი ითვლება და მისი სამშობლო ჩინეთია. იმ დროს ჩინეთში დოკუმენტები ბამბუკის ან ცხოველის ტყავზე იწერებოდა. მათი მოხმარება გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საჭიროებამ ახალ გამოგონებამდე მიიყვანა ადამიანი. ქაღალდის შემქმნელი კაი ლუნი გახლავთ, რომელმაც მისი წარმოების ტექნოლოგიური პრინციპი მოიფიქრა. მატიანეებში ჩანაწერების მიხედვით, მან ქაღალდის მისაღებად გამოიყენა ხის ნაცარი, კანაფი, თუთის ბოჭკოები და ძველი ნაჭრები. კარგად დაფქვა ყველა ინგრედიენტი და შეურია წყალს. ასევე შექმნა სპეციალური მოწყობილობა ხის ჩარჩოს სახით ბამბუკის საცრით, რომელზედაც მიღებული ნარევი დაასხა და მზეზე გააშრო. უკვე შემშრალი მასალა ქვების საშუალებით გაათანაბრა. შედეგად მიიღო თხელი, მკვრივი ფურცლები, რომლებზეც მოსახერხებელი იყო ჩანაწერების გაკეთება.
დაახლოებით 1500 წლიდან სამხრეთ ევროპაში ქაღალდის დამზადებისა და ბეჭდვის მომწიფებამ ახალ აღმოჩენებამდე მიიყვანა ამ საქმის სპეციალისტები. ევროპული წიგნის წარმოება ჩინეთს დაეწია მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებში მექანიკური სტამბის დანერგვის შემდეგ. ევროპაში ბეჭდვის გავრცელების ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რომ საჯარო და კერძო ბიბლიოთეკებმა შეძლეს თავიანთი კოლექციების შექმნა. ნაწარმის დამზადების მტკიცებულებებით შემდეგი ასეთი ქარხნები გაიხსნა 1348 წლისთვის საფრანგეთსა და ჰოლანდიაში, 1340–1350 წლებში ნიურნბერგში, და 1390 წლისთვის გერმანიაში ულმან სტრომერის მიერ ორგანიზებული საწარმო გაიხსნა. 1432 წლისთვის შვეიცარიაში არსებობდა ქაღალდის ქარხანა, ხოლო ინგლისში პირველი საწარმო ჯონ ტეიტმა დაახლოებით 1490 წელს დააარსა ჰერტფორდის მახლობლად, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კომერციულად წარმატებული ქაღალდის ქარხანა ბრიტანეთში ჯონ სპილმენმა დაარსდა. ამ პერიოდში ქაღალდის წარმოება გავრცელდა ავსტრიაშიც შემდეგ პოლონეთში 1491 წლისთვის, რუსეთში 1576 წლისთვის, ნიდერლანდებში 1586 წელს, დანიაში 1596 წელს და შვედეთში 1612 წლისთვის.
პრაქტიკული ავტოკალმის და იმავე პერიოდის ფანქრის მასობრივი წარმოების გამოგონებასთან ერთად, ორთქლზე მომუშავე მბრუნავი სტამბის გამოჩენას მე-19 საუკუნის ეკონომიკისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. ინდუსტრიულ ქვეყნებში იაფი ქაღალდის შემოღებამ სასკოლო წიგნების, მხატვრული, არამხატვრული ლიტერატურისა და გაზეთების ხელმისაწვდომობა გაზარდა. გაიაფებული ქაღალდი ასევე ნიშნავდა იმას, რომ შესაძლებელი გახდა პირადი დღიურების ან წერილების წერა. სამწუხაროდ, ადრეული ხეზე დაფუძნებული ქაღალდი დროთა განმავლობაში გაფუჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის გაზეთებისა და წიგნების დიდი ნაწილი ან დაიშალა ან ცუდ მდგომარეობაშია; ქაღალდის მჟავე ბუნებამ, რომელიც გამოწვეულია ალუმინის გამოყენებით, ნელ-ნელა ფერფლად გარდაიქმნა. საჭირო იყო დოკუმენტების უფრო ძვირადღირებულ ქაღალდზე გადატანა. მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში შემუშავდა ხეზე დაფუძნებული ქაღალდი მჟავიანობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი თავდაპირველად ცალ ფურცლებად მზადდებოდა ხელით, ახლა თითქმის ყველაფერი მზადდება დიდ მანქანებზე - რომელთაგან გარკვეული ნაწილი 10 მეტრის სიგანის რგოლებს აწარმოებს, წუთში 2 000 მეტრს და წელიწადში 600 000 ტონას. ეს არის მრავალმხრივი მასალა მრავალი დანიშნულებით, მათ შორის ბეჭდვა, ფერწერა, გრაფიკა, დიზაინი, შეფუთვა, გაფორმება, წერა და დასუფთავება. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფილტრის ქაღალდი, ფონი, წიგნის ყდა, კონსერვაციის ქაღალდი, ტუალეტის ქსოვილი, და ა.შ. ქაღალდის სისქე ხშირად იზომება კალიბრით, რომელიც ჩვეულებრივ მოცემულია შეერთებულ შტატებში ინჩის მეათასედებში და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში -მიკრომეტრებში (მკმ). ქაღალდის სისქე შეიძლება იყოს 0,07-დან 0,18 მილიმეტრამდე. ევროპასა და სხვა რეგიონებში ISO სტანდარტით 216 ქაღალდის ზომის სისტემის გამოყენებით, წონა გამოიხატება გრამებში ქაღალდის კვადრატულ მეტრზე. საბეჭდი ქაღალდი ჩვეულებრივ 60 გმ-დან 120 გმ-მდეა. აქედან გამომდინარე, ნაჭრის წონა დამოკიდებულია ქაღალდის ზომებსა და მის სისქეზე. ISO 216 სისტემა, რომელიც გამოიყენება უმეტეს ქვეყნებში, დაფუძნებულია ფურცლის ზედაპირის ფართობზე და არა ფურცლის სიგანეზე და სიგრძეზე. ეს სტანდარტი პირველად გერმანიაში მიიღეს 1922 წელს. ყველაზე დიდი სტანდარტული ზომის ქაღალდი არის A0 (A ნულოვანი), ერთი კვადრატული მეტრი. A1 არის A0 ფურცლის ზომის ნახევარია (ანუ 594 მმ × 841 მმ), ისე, რომ A1-ის ორი ფურცელი, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული, უდრის A0-ის ერთ ფურცელს. A2 არის A1 ფურცლის ზომის ნახევარი და ა.შ. ოფისსა და სახლში გამოყენებული ჩვეულებრივი ზომებია A4 და A3.
დღეს ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება ქაღალდის გარეშე. ის ყველგან გვხვდება. ქაღალდისგან მზადდება წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, სახელმძღვანელოები, ფლაერები, შეფუთვები, საყიდლების ჩანთები, ჭიქები და თეფშებიც კი.. ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. და უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოების მიერ ქაღალდისგან დამზადებული ნედლეულის წახალისება ხდება გარემოზე არასასურველი ზემოქმედების შესამცირებლად.