სიყვარულის ხუთი ენა ცნობილი ამერიკელი მწერლის და რადიო თოქ-შოუს წამყვანის გერი ჩეპმენის წიგნია , რომელიც 1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა Northfield Publishing-ის მიერ გამოიცა.
ავტორი წიგნში გვესაუბრება ყველასთვის უკვე ცნობილ და ერთი შეხედვით მარტივ ცნებებზე. მკითხველს საშუალება აქვს წიგნის კითხვისას საკუთარი დასკვნა გამოიტანოს, შეადაროს თავისი ცხოვრება გარი ჩეპმენის მიერ წარმოდგენილ ცნებებს და დააკვირდეს საკუთარ თავს სხვადასხვა მოცემულობაში. ჩეპმენის მიხედვით, სიყვარულის გამოხატვის ხუთი ენა არსებობს: პირველი, საჩუქრები. მეორე , ერთად ხარისხიანად გატარებული დრო. მესამე სასიყვარულო საუბარი. მეოთხე მზრუნველობა და მეხუთე ,ფიზიკური შეხება. ავტორი გვთავაზობს თითოეული სასიყვარულო ენის თავისებურ, თუმცა დეტალურ, ახსნას.სიყვარულის ხუთი ენა არის წიგნი, რომელიც მკითხველს სთავაზობს შეძლოს უამრავი დაბრკოლების გადალახვა ურთიერთობაში, მეგობრებთან, ოჯახთან და ასევე ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი.გერი ჩეპმენი 1938 წლის 10 იანვარს ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა.
ის არის Moody Bible Institute-ის კურსდამთავრებული და აქვს ხელოვნების ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ანთროპოლოგიაში უიტონის კოლეჯიდან და უეიკ ფორესტის უნივერსიტეტიდან. მან ასევე მიიღო რელიგიური განათლების მაგისტრის და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ზრდასრულთა განათლებაში, სამხრეთ-დასავლეთის ბაპტისტური სასულიერო სემინარიიდან.
სიყვარულის ხუთი ენა ჩეპმენის ყველაზე პოპულარული წიგნია, ის ნათარგმნია მსოფლიოს 50 ენაზე და გაყიდულია მისი 15 მილიონამდე ეგზემპლარი. წიგნი ნიუ იორკ ტაიმსის ბესტსელერი წიგნების სიაშია წარმოდგენილი, 2015 წელს გამოშვებული წიგნის ახალი ვერსია კი ,,ამაზონის" ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ ასეულთა სიაში გვხვდება.
ჩეპმენი ასევე ავტორია ხუთი სიყვარულის ენის კონცეფციის წიგნების, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისა და მოზარდების მშობლებისთვის, მარტოხელა მოზრდილებისთვის და სპეციალური ვერსია, მამაკაცებისთვის. მათ შორის დოქტორ ჯენიფერ თომასთან ერთად ასევე დაწერილი The Five Language of Apology, რომელიც ფოკუსირებულია ბოდიშის მოხდასა და მიღებაზე და The 5 Language of Appreciation in Workplace, რომელზეც დოქტორ პოლ უაითთან ერთად იმუშავა. ჩეპმენი ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ატარებს სემინარებს ქორწინების , ოჯახისა და ურთიერთობების შესახებ. მის რადიო გადაცემებს 400-ზე მეტი რადიოსადგურზე გადასცემს.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს პალიტრა ელის სერიაში ,,ლურჯი ოკეანე“ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.