მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში არაერთი წარმატება და დაცემა განიცადა ბრენდმა, რომლის შესახებ დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით. Hugo Boss ძვირადღირებული მოდის სახლი გახლავთ, რომლის სათავო ოფისი მეცინგენში, გერმანიაში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტანსაცმელს, აქსესუარებს, ფეხსაცმელს და სუნამოებს. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ტანსაცმლის კომპანიაა, რომლის გლობალური გაყიდვები 2019 წელს 2.9 მილიარდ ევროს შეადგენდა. თუმცა მისი ისტორია ძალიან საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდან, რადგან წლების განმავლობაში მისი მოღვაწეობის მიმართულებისა და პრინციპების გამო გაკიცხეს კიდეც. თუმცა დღესდღეობით, 200-ზე მეტი კოსტიუმი მზადდება თუნდაც ერთი ღონისძიებისთვის. ბრენდის სმოკინგში გამოწყობილი ცნობილი სახეები ოსკარის ცერემონიალზე სპეციალურად მათთვის შეკერილი კოსტიუმებით წარადგენენ საკუთარ თავს. მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი კომპანია ახლა უკვე რამდენიმე მიმართულებით მოღვაწეობს და მათ შორის სპორტულ ტანსაცმელსაც კი სთავაზობს მომხმარებელს.
ტრადიციისამებრ, ორი სიტყვით მოგითხრობთ კომპანიის დამაარსებლის შესახებ. ჰუგო ფერდინანდ ბოსი დაიბადა მეცინგენში, ლუისის და ჰაინრიხ ბოსის ოჯახში. ის ყველაზე უმცროსი იყო ხუთ დედმამიშვილს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 5 წლისა ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად მაღაზიაში მუშაობდა, შესაბამისად ვაჭრობის პრინციპები ბავშვობიდან შეისწავლა. მთლიანობაში ოჯახი საკმაოდ კარგად ცხოვრობდა, რამაც ბავშვების შესაფერისი განათლების უზრუნველყოფაც მოახერხა. სკოლისა და სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ პირველი სამუშაო ადგილი საქსოვი ქარხანა იყო. 1903 წლიდან 2 წლის განმავლობაში სამხედრო სამსახური მოიხადა და დასრულებისთანავე დიდი სიხარულითა და სიამოვნებით მიუბრუნდა საყვარელ ოჯახურ საქმიანობას. ასე გრძელდებოდა, მანამდე, სანამ მამის გარდაცვალებამ ოჯახის რჩენა და ბიზნესის წარმოება ჰუგოს პასუხისმგებლობაზე არ გადაანაწილა. ამ ფაქტმა მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან კიდევ ერთი ქარხანა გახსნა მეცინგში. და უნდა აღინიშნოს რომ ამისთვის ძალიან სწორი დრო შეარჩია, ან დრო და მისი საქმიანობა მოვიდა თანხვედრაში. მოკლედ ასეა თუ ისე, 1923 წელს ჰუგო ბოსმა დააარსა საკუთარი ტანსაცმლის კომპანია მეცინგენში, სადაც ის დღემდე განაგრძობს ნაწარმის წარმოებას. 1924 წელს მან ორ პარტნიორთან ერთად ქარხანაც გახსნა. კომპანია აწარმოებდა პერანგებს, ქურთუკებს, სამუშაო და სპორტულ ტანსაცმელს, ასევე საწვიმრებს. თუმცა მცირედი წარმატების შემდეგ იმდროინდელი გერმანიის ეკონომიკური კლიმატის გამო კომპანია გაკოტრებამდეც კი მივიდა. კრედიტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ფინანსების ძიებას მოჰყვა. მაგრამ ყურადღება მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებით დაწყებული საქმიანობით მიიღო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. იყო თუ არა მისი სურვილი ჩვენთვის უცნობია, განსხვავებული მოსაზრებებით სავსე ისტორიის ეს ფურცელი მხოლოდ ზედაპირულ ფაქტებს ინახავს, თუმცა ერთი ცხადია, რომ როგორც კი ჰუგო ნაცისტური პარტიის წევრი გახდა, მიიღო წევრობის ნომერი 508 889, 1939 წელს რაიხის საჰაერო დაცვის ასოციაციაში გაწევრიანდა, 1941 წელს კი ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში გაერთიანდა - მისი ბიზნესიც წარმატების გზას დაადგა. ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების შემდეგ, გაყიდვები 1932 წელს 26,993 აშშ დოლარიდან 1941 წელს 3,300,000 დოლარამდე გაიზარდა. 1932 წლის მესამე კვარტალში, სრულიად შავი SS ფორმა შეიმუშავეს SS-ის წევრებმა კერძოდ: კარლ დიბიჩიმ ის მხატვარი გახლდათ და ვალტერ ჰეკმა გრაფიკულმა დიზაინერმა, რომელთა იდეა არაერთ საწარმოს მიეწოდა, მათ შორის იყო Hugo Boss-იც. 1938 წლისთვის ფირმა სრულიად ფოკუსირებული იყო ვერმახტის უნიფორმების წარმოებაზე. 2005 წელს, Marzotto-მ თავისი მოდის ბრენდები გაანაწილა Valentino Fashion Group-ში, რომელიც შემდეგ Permira private equity group-ზე გაიყიდა. Hugo Boss-ს მინიმუმ 6102 საცალო მაღაზია აქვს 124 ქვეყანაში. უშუალოდ ფლობს 364-ზე მეტ სავაჭრო ბუწიკს 537 მონო-ბრენდის მაღაზიას და 1000-ზე მეტ ფრენჩაიზის მფლობელობაში არსებულ მაღაზიას. 2009 წელს Hugo Boss იყო ყველაზე დიდი სეგმენტი, რომელიც შედგებოდა ყველა გაყიდვის 68%-ისგან. 2010 წელს კომპანიის შემოსავალი 2,345,850,000 შეადგენდა, წმინდა მოგება კი 262,183,000 დოლარს. 2013 წლის ივნისში ჯეისონ ვუ დასახელდა Boss Womenswear-ის სამხატვრო ხელმძღვანელად.
2017 წელს Hugo Boss-ის გაყიდვები 7 %ით გაიზარდა წლის ბოლო კვარტალში. Hugo Boss-ს სამ ასპექტად დაიშალა: Boss - რესპექტაბელური კლასიკური ტანსაცმელი, Hugo - ექსტრავაგანტური ახალგაზრდული სამოსი და Baldasarini - ბრენდის ლუქს მარკა. პროდუქცია იწარმოება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის კომპანიის საკუთარი წარმოების ობიექტებში: გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, თურქეთსა და შეერთებული შტატებში. ბრენდმა ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიაში გამოიყენა მანქანები თითქმის ყველა სამკერვალოსთვის, რომელიც ტრადიციულად მზადდება ხელით. მას აქვს სალიცენზიო ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან Hugo Boss-ის ბრენდირებული პროდუქციის წარმოებისთვის. ეს მოიცავს ხელშეკრულებებს Samsung-თან, HTC-თან და Huawei-თან მობილური ტელეფონების საწარმოებლად Nike, Inc. სპორტული აღჭურვილობის და C.W.F. Children Worldwide Fashion SAS-ი ბავშვთა ტანსაცმლის საწარმოებლად 2020 წელს Hugo Boss-მა შექმნა თავისი პირველი მამაკაცის ვეგანური კოსტიუმი, არაცხოველური მასალის, საღებავებისა და ქიმიკატების გამოყენებით.