ახლახანს მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, MTV Europe Music Awards-ის დაჯილდოება გაიმართა. ტეილორ სვიფტმა, გამარჯვება „წლის საუკეთესო არტისტის“ კატეგორიაში მოიპოვა. გამარჯვებულებს შორის, დასახელდნენ: ნიკი მინაჟი, დევიდ გეტა, კორეული ბოიბენდი, Seventeen, ბიბი რექსა და ჰარი სტაილსი. მათ 7-7 ჯილდო დაიმსახურეს.
„საუკეთესო სიმღერის“ ავტორად ნიკი მინაჟი დასახელდა. „საუკეთესო ვიდეოს“, „წლის არტისტისა“ და ასევე, „საუკეთესო პოპ- შემსრულებლის“ ტიტული ტეილორ სვიფტმა მოიპოვა. „საუკეთესო კოლაბორაციის“ კატეგორიაში გამარჯვება კი დევიდ გეტასა და ბიბი რექსას დუეტს ერგო.