ტეილორ ლოტნერმა, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას თავი ფილმში Twilight ჯეიკობ ბლექის როლის თამაშით შეაყვარა, და მისმა პარტნიორმა, ტეილორ დოუმმა, ნიშნობიდან ერთი წლის თავზე ოფიციალურად იქორწინეს, როგორც ცნობილი გახდა, კალიფორნიის ქალაქ პასო-რობლესში.
ტეილორ ლოტნერის თქმით, წყვილმა მაშინ გაიცნო ერთმანეთი, როცა მსახიობმა კარიერისგან ხანგრძლივი შესვენების აღება გადაწყვიტა, რათა პირადი ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის დაეთმო მეტი დრო.
"მინდოდა, ცოტა დამესვენა და ცხოვრებისგან სიამოვნება მიმეღო, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გამეტარებინა დრო," — აღნიშნა მსახიობმა. — "ამ გადაწყვეტილების დამსახურებით შევხვდი ჩემს პარტნიორსაც, ასე რომ, ყველაფერი კარგად დასრულდა."
წყვილის გაცნობის ისტორიასთან დაკავშირებით, ისიც გაირკვა, რომ სასიყვარულო შუამავალის როლი თავიდან ტეილორის დამ იკისრა.