ოცნების სახლის ასაშენებლად მხოლოდ იდეა არ კმარა - ყველაზე ხშირად, პრობლემა ფინანსებია. ჰიუსტონში მცხოვრებმა უილ ბრომ ეს მინიმალური დანახარჯებით მოახერხა.
უილ ბრო დიზაინერია, ამიტომ იდების სიმცირეს არ უჩივის.
მამაკაცი დიდ და უჩვეულო სახლზე ოცნებობდა, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო ოცნების ასრულებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, მოხერხებულმა დიზაინერმა სამსართულიანი სახლი დააპროექტა, რომელიც 11 საზღვაო კონტეინერისგან ააშენა.
კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ასეთი უჩვეულო სამშენებლო მასალა, ბროუ პასუხობს, რომ ზღვის კონტეინერები ცეცხლგამლე და სეისმომედეგია და უსაფრთხოების მაღალი დონე აქვთ.
მშენებლობას დიდი დრო არ დასჭირდა - 232 კვ. მეტრის ფართობის სახლი სამ კვირაში დასრულდა. ამის შემდეგ უილმა საგულდაგულო მოაწყო სახლის თბოიზოლაცია, რადგან ზაფხულში ლითონის კედლები საშინლად ხურდებოდა, ხოლო ზამთარში საშინლად ცივდებოდა.
ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ უილმა თავისი საყვარელი საქმისთვის - ინტერიერის დიზაინისთვისაც მოიცალა და ოცნების სახლის ბოლო შტრიხები დაასრულა.