არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ... - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - Palitra News

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ... - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

2022-11-21 10:43:04+04:00

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ასევე აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, - წერს სააკაშვილი.