რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს, „როსტომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი ლიხაჩევი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის რისკი არსებობს.
„ელექტროსადგური ბირთვული ავარიის საფრთხის წინაშეა. ჩვენ მთელი ღამე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან“, - აღნიშნა ლიხაჩევმა.
მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის შექმნას ითხოვს, რაც ლიხაჩევის თქმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეერთებული შტატების თანხმობის შემთხვევაში.
„ვფიქრობ, დიდი მანძილი ვაშინგტონსა და ზაპოროჟიეს შორის არ უნდა იყოს არგუმენტი შეერთებული შტატებისთვის, რომ გადადოს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ“, - აღნიშნა „როსტომის“ ხელმძღვანელმა.
მისი მტკიცებით, როგორც ჩანს, კიევს სურს „მიიღოს“ „მცირე ბირთვული ავარია“ ატომურ ელექტროსადგურზე.
„ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ისტორიის მსვლელობას. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არავინ იფიქროს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების დარღვევაზე“, - აღნიშნა ლიხაჩევმა.