უკრაინა ვიქტორ ორბანის საქციელის გამო, უნგრეთის ელჩს ბოდიშის მოსახდელად საგარეო უწყებაში იბარებს - Palitra News

უკრაინა ვიქტორ ორბანის საქციელის გამო, უნგრეთის ელჩს ბოდიშის მოსახდელად საგარეო უწყებაში იბარებს

2022-11-22 17:08:54+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს უწყებაში იბარებს და ბოდიშის მოხდას მოსთხოვს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საზოგადოებაში გამოჩნდა შარფით, რომელზედაც უკრაინის გარკვეული ტერიტორია გამოსახული იყო, როგორც უნგრეთის ნაწილი, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მივიდა შარფით, რომელზედაც ე.წ. “დიდი უნგრეთის” რუკა იყო დატანილი, მეზობელი სახელმწიფოების: ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ხორვატიის, სერბეთის და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების ჩათვლით.