უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა იმ კანდიდატს დაუჭირა მხარი, ვინც გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია და თუკი პოლიტიკური სპექტრი კონკრეტულ კანდიდატზე შეჯერდება, 12 -ი რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი წარმატებით შესრულდება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ღია კენჭისყრაა.