ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს - Palitra News

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს

2022-11-23 09:07:28+04:00

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა-ლოცვა შესრულდება. 23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.