აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ქალაქ ჩესაპიკში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში მომხდარი სროლის შედეგად 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, თავდასხმა, სავარაუდოდ, სუპერმარკეტის მენეჯერმა განახორციელა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციის ცნობით, სროლა ადგილობრივი დროით 22:12 საათზე მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციითვე, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.
“მე მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ ვიპოვით გამოსავალს, რათა დავასრულოთ იარაღით ძალადობის ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვირჯინიის შტატის სენატორმა, ლუიზ ლუკასმა.