წიგნებით, რომლის სახელწოდებაა „გამარჯობა რუბი“, პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს, დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე შეისწავლის. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, შერჩეულ საჯარო სკოლებს უსასყიდლოდ გადასცემს. კომისიამ სწავლების მეთოდებში 40-მდე პედაგოგი გადაამზადა. „გამარჯობა რუბის“ წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე.