მზიურის პარკს კერძო საკუთრებაში არსებული, 18 ათსი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება. ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება, ასევე აცხადებს კახა კალაძე, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.