არსებული ინფორმაციით, რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

2022-11-28 12:33:47+04:00

რუსთავში 20 წლის გოგო, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელია. დაკავებული კი, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა.