ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო - Palitra News

ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

2022-12-03 12:51:56+04:00

თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. ოთარ შამუგიამ ოზურგეთში თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე საწარმოც დაათვალიერა და თხილის გადამუშავების პროცესს დაესწრო. სახელმწიფო პროგრამა სუბსიდიის სახით ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია 500 ლარით.