უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2022-12-03 19:05:43+04:00

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

„ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.