ევროპარლამენტარი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ოლივერ ვარჰეის ქცევასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს - Palitra News

ევროპარლამენტარი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ოლივერ ვარჰეის ქცევასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს

2022-12-03 20:05:12+04:00

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოძიებას ითხოვს. ინფორმაციას ტვიტერზე ჰოლანდიელი ევროპარლამენტარი, ტაის როიტე ავრცელებს. ევროპარლამენტარის ცნობით, გამოძიების მოთხოვნა უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვარჰეი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს განზრახ უთხრის. ცნობისთვის, ოლივერ ვარჰეი 15 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. მან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობა 12-ტ პუნქტიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს.