09:43
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება
08-11-2019

მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფს/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ცნობისთვის, დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს პირველ ჯერზე-2 ათასი, ხოლო განმეორებისას-4 ათასი ლარით დაჯარიმებას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები