სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს, კობახიძე კი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას მიესალმება - რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში ამ განცხადებებს? - Palitra News

სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს, კობახიძე კი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას მიესალმება - რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში ამ განცხადებებს?

2023-01-19 15:14:19+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. სერგეი ლავროვის განმარტებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქიცების არ შეერთების კუთხით მმართველმა გუნდმა გამბედაობა გამოიჩინა. ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ფრენების აღდგენას მიესალმება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც.