ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა

2023-01-19 20:05:40+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა. პრემიერი შეხვედრას მოგვიანებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა .

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.