ხელისუფლების რიტორიკა, თითქოს ქართული ჯარის დასავლეთის მეშვეობით გაძლიერება საქართველოს ომში ჩათრევას ნიშნავს, არასწორია - გიგა ბოკერია - Palitra News

ხელისუფლების რიტორიკა, თითქოს ქართული ჯარის დასავლეთის მეშვეობით გაძლიერება საქართველოს ომში ჩათრევას ნიშნავს, არასწორია - გიგა ბოკერია

2023-01-20 09:15:36+04:00

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, რუსეთისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა მიუღებელია და ქვეყანას მოსალოდნელი საფრთეებისგან თავის დასაცავად საერთაშორისო პარტნიორებთან სტაბილური თანამშრომლობა სჭირდება. მისი თქმით, ხელისუფლების რიტორიკა, თითქოს ქართული ჯარის დასავლეთის მეშვეობით გაძლიერება საქართველოს ომში ჩათრევას ნიშნავს, არასწორია და "ქართული ოცნება" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.