საგარეჯოში, 5 ადამიანის მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება - Palitra News

საგარეჯოში, 5 ადამიანის მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება

2023-01-20 11:20:08+04:00

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, სადაც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან, 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელიც. დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თავი მოიკლა. თავდასხმის დროს, ყოფილ სამხედროსთან ერთად მისი შვილი იმყოფებოდა. სწორედ შვილმა აცნობა პოლიციას თავდასხმის შესახებ. ის ამ დრომდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.