ხუთ პირს ჩაუტარდა ოპერაცია... - როგორია საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - Palitra News

ხუთ პირს ჩაუტარდა ოპერაცია... - როგორია საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

2023-01-20 11:45:45+04:00

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სამიდან ერთ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელ ამბულატორიაში ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.

რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელიც 21 წლის არის, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.